ბაქო ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრებას – ბაქოს გრანდ სლემს მასპინძლობს
4-6 ნოემბერს, ბაქო ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრებას – ბაქოს გრანდ სლემს მასპინძლობს. გრანდ სლემზე 11 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს.
პირველ დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარეზებს: გიორგი თუთაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, ორივე – 66 კგ წონით კატეგორიაში გამოვა.
ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ბაჰრეინის წარმომადგენელი – რამაზან კოდჟაკოვი იქნება.
რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, იგი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც ესტონელ მეტოქეს – ოსკარ პერტელსონს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00 დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან გაიმართება.