დიანა ანფიმიადი და მისი კრებულის მთარგმნელები – ნატალია ბუკია-პიტერსი და ჟინ სპრაკლენდი Warwick Prize for Women in Translation-ის ლიტერატურულ პრემიაზე არიან წარდგენილნი

მწერალთა სახლის ინფორმაციით, დიანა ანფიმიადი და მისი პოეტური კრებულის „რატომ აღარ ვწერ ლექსებს” მთარგმნელები – ნატალია ბუკია-პიტერსი და ჟინ სპრაკლენდი Warwick Prize for Women in Translation-ის ლიტერატურულ პრემიაზე არიან წარდგენილნი.

Warwick Prize for Women in Translation 2017 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ლიტერატურული ნამუშევრების ინგლისურენოვანი თარგმანის ავტორებს.

დაჯილდოების ცერემონია ნოემბერში გაიმართება.

დიანა ანფიმიადის ინგლისურენოვანი კრებული „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“ 2022 წლის თებერვალში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტურ კრებულად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები