რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და მებრძოლთა შვილები დედებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ

31 ოქტომბერს, ოდესის ოლქში გენერალური კონსულის, თორნიკე ბერეკაშვილის მოწვევით, უკრაინიდან, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და მებრძოლთა შვილები დედებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ.

1 ნოემბერს, უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბულვარსა და დელფინარიუმში იმყოფებოდნენ. შემდეგ, სტუმრების პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებული სადილი გაიმართა. სტუმრები, საღამოს თბილისში გაემგზავრნენ.

„უკრაინელ სტუმართა დელეგაცია 30 წევრისგან შედგება და ის, საქართველოში, 10 დღის განმავლობაში დაყოფს. ვიზიტის ფარგლებში მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები – გასართობი და შემეცნებითი ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად იქნება ჩართული. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მათი მოწვევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სათავო ოფისში, სადაც ისინი ქართველ ვეტერანებს შეხვდებიან”, – ნათქვამია სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები