საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდმა ევროპის ლიგა 2 მოგებით დაიწყო

საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდი ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე  ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება. ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება.

ჩვეულებრივ, ევროპის ლიგა სამ წრედ, შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე იმართება, რის შემდეგაც, საუკეთესოები ტიტულისთვის ბრძოლას პლეი-ოფში აგრძელებენ.

საქართველოს 15-წლამდელთა გუნდმა ევროპის ლიგა 2 გამარჯვებით გახსნა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა შვედურ “ბლექბერგ ბასკეტს” 63:45 (სტატისტიკა) მოუგო. ჩვენს გუნდში 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი ნიკოლაევმა დააფიქსირა 9 ქულა და 6 მოხსნა ნიკოლოზ კობაიძის ანგარიშზეა.

მეორე მატჩი დაძაბული გამოდგა. ქართული გუნდის მეტოქე უკრაინული გუნდი PUSH გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა დაძაბულ ბრძოლაში – 47:44 (სტატისტიკა) მოუგეს. 2-იდან 2 გამარჯვებით საქართველო 2007 ლიდერთა შორისაა.

ჩვენი გუნდი ვილნიუსში კიდევ 3 მატჩს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები