მესტიაში სტარტი აიღო მიხეილ ხერგიანის ტრადიციულმა საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა მეკლდეურობაში

27 ოქტომბერს, მესტიაში სტარტი აიღო  „კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის და მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციულმა საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა მეკლდეურობაში.

გახსნის ცერემონიალი მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიება მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ” სვანური საგალობელით “ლილე” გახსნა .

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მთამსვლელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, ლადო გურჩიანმა, ზაურ ჩართოლანმა, კარლო არღვლიანმა, გაიოზ ჩართოლანმა, ეთერ მჭედლიანმა და მიხეილის დამ, ნაზო ხერგიანმა.

შეგახსენებთ რომ, მიხეილ ხერგიანის მემორიალი მესტიაში უკვე 13 წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის გუნდები.

შეჯიბრება სამ სახეობაში ხელოვნურ რელიეფზე რთულ, სწრაფ და ჭალაათის ბუნებრივ კლდეებზე ინდივიდუალურ ცოცვაში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები