სანდრო გეგეჭკორი მიუნხენში კონცერტს გამართავს

CONCIERTO PARA PIANO_SANDRO GEGECHKORI, PIANISTA.

სანდრო გეგეჭკორი, “მარია კანალსის” პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ეგიდით, მიუნხენში კონცერტს გამართავს.

გასულ წელს, აღნიშნულ ტურნირზე მსოფლიოს 400 პიანისტს შორის საუკეთესო სწორედ ქართველი პიანისტი გახდა.

,,მარია კანალსის” პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ეგიდით სანდრო გეგეჭკორმა 4 კონცერტი უკვე ჩაატარა იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში.

29 ოქტომბერს კი ქართველი ვირტუოზი მიუნხენში, Gasteig-ის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს, სადაც ფრანც შუბერტის, ფერენც ლისტის და მანუელ დე ფალიას ნაწარმოებებს შეასრულებს.

სანდრო გეგეჭკორი მიუნხენის კონცერტის შემდეგ გრანადაში, ბილბაოში, ბარსელონაში, ნიუ-იორკსა და კანარის კუნძლებზე გამართავს კონცერტს. მისი გამოსვლა ჩინეთშიცაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები