ბელგიის სამეფოში ნუკა გაგუას წიგნის – „პარალელური ნაპირი“-ს პრეზენტაცია გაიმართება

ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია გიწვევთ ქართველი დიპლომატის, ნუკა გაგუას წიგნის – „პარალელური ნაპირი“-ს პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 2022 წლის 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში (მისამართი: 75, Rue de Brabant, 1030)

,,პარალელური ნაპირი” საფრანგეთში მენშევიკების ემიგრაციით იწყება. 1921 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი სხვა ამბავი დაასრულა და ბევრი კი – პირიქით.

სიმბოლურია, რომ “პარალელური ნაპირის“ პირველი პრეზენტაცია საერთაშორისო ასპარეზზე საფრანგეთში, ქ. პარიზში, საქართველოს საელჩოში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები