საქართველოს ეროვნული ნაკრები FIA Motorsport Games -ში მიიღებს მონაწილეობას
26-30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები FIA Motorsport Games -ში მიიღებს მონაწილეობას.
საავტომობილო სპორტის ოლიმპიადაზე, 147 ქვეყანას შორის, ლეგენდარულ Circuit Paul Ricard F1 -ის ავტოდრომზე, საქართველოს ნაკრები 7 სარბოლო დისციპლინაში წარდგება:
🇬🇪 Formula 4
🇬🇪 Drift
🇬🇪 Karting sprint
🇬🇪 Karting Endurance
🇬🇪 Karting Slalom
🇬🇪 Auto Slalom
🇬🇪E-Sport
ამ შეჯიბრებაზე ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მოდელთან, “მის საქართველო 2003” ირინა ონაშვილთან ერთად გამოვა და ისინი ავტო სლალომის კლასში იასპარეზებენ. კითხვაზე, რატომ აირჩია მეწყვილედ სწორედ ირინა ონაშვილი მევლუდმა ასე უპასუხა:
“ნუ მოგატყუებთ მისი გარეგნობა, გამოდით რომელიმე შეჯიბრზე და სცადეთ მისი დამარცხება”, – წერს მელაძე.