ნამიკი იოს მიერ საქართველოს ისტორიულ მოტივებზე შექმნილი რომანი გამოიცა
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამოიცა იაპონელი მწერლის, ნამიკი იოს მიერ საქართველოს ისტორიულ მოტივებზე შექმნილი რომანი, რომელიც რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა იაპონურმა თეატრალურმა დასმა – “ტაკარაძუკა”-მ გადაწყვიტა, რომ ამ წიგნის საფუძველზე დადგას სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში იაპონიის სხვადასხვა თეატრებში იხილავს.