საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს სოლომონ მანაშვილი (125 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები