თელავში ყოველწლიური ფესტივალი “ჭაჭა” გაიმართება
2022 წლის 5 ნოემბერს ყოველწლიური ფესტივალი “ჭაჭა” გაიმართება
ფესტივალის მიზანია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია; ჭაჭის მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნების და კომპანიების წახალისება და მათი ხელშეწყობა.
ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს, 12:00-14:00 საათზე, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების, ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების რეგისტრაციას გაივლიან და წარმოადგენენ ჭაჭის ნიმუშებს.
წარდგენილ ნიმუშებს კი ცალ-ცალკე შეაფასებს მოწვეული ჟიური. შეფასების პროცესში ონლაინ მონაწილეობას მიიღებს ცნობილი, იტალიელი სომელიე – სტეფანო ბატისტელა.
ფესტივალის თელავში, ერეკლე მეფის მუზეუმის ეზოში გაიმართება. პროგრამა კი ასეთი გახლავთ:
5 ნოემბერი – 12:00-17:00 სთ
ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩენით;
კახეთისთვის დამახასიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 სთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;
14:00-16:00 სთ
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე;
16:00 სთ
2022 წელს საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით – ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.
16:30 სთ
2022 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საჩუქრები გადაეცემა ფესტივალის ორგანიზატორის მხრიდან.
17:00 სთ
ფესტივალის დახურვა – დასკვნითი კონცერტი ქართული ესტრადის ცნობილი არტისტებისა და ცნობილი ქართული სიმღერების შემსრულებლების მონაწილეობით;
“ჭაჭა” საქართველოში ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობას კახეთის რეგიონის ყველა – რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერები, გლეხები და მცირე მარნები და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.
ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის პალატა და ტურიზმის განვითარების ასოციაცია; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.