18 ოქტომბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისქალაქობისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული იხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 18 ოქტომბერს,  თბილისქალაქობისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეულის გახსნაზე გიწვევთ.

კვირეული იხსნება  18:00  საათზე მწერალის, დრამატურგის,  რეჟისორის, მსახიობის მამუკა სალუქვაძისადმი მიძღვნილი საღამოთი.

„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს…  დიახ, ის ქალაქს დააკლდა არა მხოლოდ  უკვე განხორციელებული საქმეებითა და როლებით, არამედ იმ პროექტებითა და სურვილებით,  რომელთა ასრულებაც ვერ მოასწრო, და  რომელთა შესახებაც მისმა ბევრმა მეგობარმაც არ იცოდა.

ყველა, ვინც მამუკას იცნობდა, კარგად იცის მუდამ მაძიებელი მისი ბუნება და ისიც, რომ ორმხრივი გენით მიღებული ნიჭიერება საზღვრებს და  სფეროებს არ ცნობდა. ის იყო ყველგან  და ყველა სფეროში, ყველაფრის განვითარების და გალამაზების  სურვილით შეპყრობილი.

საღამოზე მოსულ სტუმრები უკვე ნაცნობი ისტორიებისა და კადრების  გარდა აქამდე უცნობ მამუკას აღმოაჩენენ  სურვილის შემთხვევაში თავადაც ექნებათ მამუკა სალუქვაძის ლექსების წაკითხვის შესაძლებლობა”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები