საქართველოს 18 წლამდე ნაკრები IHF Triphy-ს ჩემპიონია
ვაჟთა 18 წლამდე ნაკრები კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში იმყოფებოდა, სადაც IHF Trophy-ს გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას.
აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორია საერთაშორისო ხელბურთის ფედერაცია. ტურნირში გამარჯვებული გუნდი კვალიფიცირდება ინტერკონტინენტალურ ეტაპზე, სადაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.
ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირში 4 გუნდი ასპარეზობდა: ალბანეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და კოსოვო.
ჩვენმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, კოსოვოელი თანატოლები 27:22 დაამარცხა და ჯგუფის პირველ ადგილთან ერთად, ჩემპიონობა და მომდევნო ეტაპის საგზურის მოიპოვა.
გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:
მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015); თემურ ქამადაძე (აჭარა, ბათუმი).
მოედნის მოთამაშეები: გიგა მელიავა (სტუ, თბილისი); გიორგი არეშიძე (პეგასი, თბილისი); დავით გრიშიკაშვილი (პეგასი); სანდრო დარსანია (პეგასი); ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია); ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა); ანრი აბულაძე (აჭარა); ლევან ფანცხავა (წყალტუბო); ლუკა მუკბანიანი (პეგასი); ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა); გივი ზაქარაძე (აჭარა); გიორგი ბერაია (სტუ).
გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა.