ქართველი ძალოსნები კონტინენტის პირველობაზე ალბანეთში გაემგზავრნენ
15 ოქტომბრიდან ალბანეთის ქალაქი დურესი იუნიორ და 23 წლამდე ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები ორივე ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებს. დღეს ალბანეთში ქართველთა პირველი გუნდი გაემგზავრა.
ევროპირველობაზე პირველები ბაჩუკი შამილიშვილი (55 კგ,) გიგა ოდიკაძე (55 კგ.) გურამ გიორბელიძე (67 კგ.) არჩილ მალაყმაძე (73 კგ.) და მარიამ მაისურაძე (49 კგ.) გაემგზავრნენ.
გუნდს ახლავს იუნიორ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე, იუნიორთა მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძე და გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა.
16 ოქტომბერს კი ალბანეთში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით კიდევ 7 ძალოსანი გაემგზავრება. 18 ოქტომბერს კი ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა გუნდის კიდევ 10 სპორტსმენი ჩავა.