საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა EHL Hospitality Business School-თან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კულინარიის აკადემიის ინფორმაციით, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შვეიცარიულ EHL Hospitality Business School-თან, რომელიც დაფუძნდა 1873 წელს როგორც  Ecole Hôtelière de Lausanne და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მასპინძლობის სფეროში.

EHL, QS World University Rankings-ის თანახმად, მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის.

EHL სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო, ის პროფესიულ და სასერტიფიკატო პროგრამებს შვეიცარიასა და სინგაპურში სამ კამპუსში.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები