მსოფლიო სურსათის დღე სვანეთში
16 ოქტომბერს მესტიაში აგრარული ბაზარი და პურისა და ხორბლის გამოფენა გაიმართება.
დამთვალიერებლებისა და მყიდველებისთვის ფერმერები აგრობაზარზე წარმოადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ პროდუქტს, ტრადიციულ კერძებსა თუ აგრარულ ნაწარმს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
გაიმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასებიც.
ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მესტიის მუნიციპალიტეტი.