გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ქართველი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
მესამე ადგილისათვის ბრძოლაში გურამ თუშიშვილმა ტაჯიკი ტემურ რახიმოვი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.