გაიცანით ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის 2022 წლის გამარჯვებული მწერლები

მწერალთა სახლის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება: გაიცანით ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის 2022 წლის გამარჯვებული მწერლები.

მონაწილეები: ივა ფეზუაშვილი, ჯაკობო ბერგარეჩე, ევგენია კუზნეცოვა, თაიგ მაკ დრონაგაინი, სლადანა ნინა პერკოვიჩი, გეა შოტერსი.

EUPL 2022 წლის ჯილდოს მფლობელი ივა ფეზუაშვილისა და ამავე ჯილდოს 5 სპეციალური ნომინაციის მფლობელების ნაწარმოებების საჯარო კითხვა გაიმართება.

ევროკავშირის ლიტერატურის პრიზი 2009 წლიდან ხელს უწყობს ახალი მწერლების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ევროპაში.

2022 წლიდან ლიტერატურისა და თარგმანის ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური ირჩევს ერთ გამარჯვებულს და ხუთ სპეციალურ ნომინაციის მფლობელს.

ამ ღონისძიების ფარგლებში გაიცნობთ EUPL 2022-ის მთავარი ჯილდოს მფლობელის, ივა ფეზუაშვილის (საქართველო) რომანებს და 5 სპეციალური ნომინაციის მფლობელებს: ჯაკობო ბერგარეჩე (ესპანეთი), თაიგ მაკ დრონაგაინი (ირლანდია),  გეა შოტერსი (ბელგია), ევგენია კუზნეცოვა (უკრაინა) და სლადანა ნინა პერკოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა).

ღონისძიების ფორმატი: საჯარო კითხვა

ორგანიზატორი: European Union Prize for Literature

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები