ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი მეექვსედ ჩატარდა

“კინოში ასახული ცხოვრება” – ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათი თქმით, ფესტივალს მრავალფეროვანი პროგრამა ჰქონდა: აუდიტორიამ იხილა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი 15 თანამედროვე ფილმი, ნუცა ღოღობერიძისა და სერგო ფარაჯანოვის კინოკლასიკა და ქართული მუნჯი კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი – კოტე მარჯანიშვილის “ამოკი”.

პროგრამის მონაწილე ფილმების დიდი ნაწილი შექმნილი ან აღდგენილია ეროვნული კინოცენტრის მიერ.

„აღსანიშნავია, რომ ფესტივალს დაესწრნენ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და აღიარებული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ ხდებოდა ფილმის “დიდება დედოფალს” გადაღება, რომელიც ქართველი ქალი მოჭადრაკეების დიდების გზას ასახავს . მერაბ ნინიძემ კი ფესტივალის სტუმრებს მოუთხრო მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო მონაკვეთების შესახებ“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში ერთ-ერთი საინტერესო კინომოვლენაა. იგი 2005 წელს დაფუძნდა ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მიერ, 2010 წლიდან კი ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ ჯეისონ ოსბორნი, ნინა ანჯაფარიძე და ქეთი ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები