საერთაშორისო სათავგადასავლო რალი Rally Adventure Georgia დაიწყო
უკვე მეოთხედ იმართება საერთაშორისო სათავგადასავლო რალი (Rally Adventure Georgia), რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოიცავს. მასში მონაწილეობას იღებს ქართული და უცხოური 22 ჯგუფი. რალის აუცილებელი მოთხოვნაა ეკიპაჟის შემადგენლობაში თუნდაც ერთი ქალის ყოფნა, რომელმაც უნდა შეძლოს რთული და მიუვალი ბარიერების გადალახვა.
ავტორბოლას ასევე აქვს განსხვავებული მისიები – მრბოლელები ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდიან ორ სოფელს თეთრწყაროსა და დარყას და იგი იძლევა საშუალებას მთელმა მსოფლიომ ნახოს საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა.
გუშინ ავტორალის მონაწილეებმა საირმე გაიარეს და ღამე იქ გაათიეს.
პროგრამის მიხედვით მათ მარშრუტში ასევე იმერეთის ორი ქალაქი თერჯოლა და ჭიათურა შედის.