ფინეთში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე მორის ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
6-9 ოქტომბრის ჩათვლით ფინეთის ქალაქ ესპოში იმართება ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი უფროსი ასაკის მოციგურავეებს შორის.
უკვე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ერთეულ მამაკაცებს შორის.
13 ქვეყნის 20 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავე, მორის ყვითელაშვილმა 231, 30 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს პირველი ოფიციალური ტურნირი იყო მორისისათვის და ვერცხლის მედალი, ნამდვილად , წარმატებული შედეგია სეზონის დასაწყისში.
8 ოქტომბერს, ესპოში თავისი მოკლე პროგრამით იასპარეზებს ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა, რომელიც 25 -ე სასტარტო ნომრით გამოვა და სეზონის ახალ პროგრამას წარმოადგენს მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე.