მსოფლიო ჩემპიონატზე უსინათლოთა წოლჭიში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალიმოიპოვა

ეგვიპტეში, ალექსანდრიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე  უსინათლოთა წოლჭიში საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა.

ჩვენმა პარასპორტსმენებმა +125კგ.წონით კატეგორიაში, სამჭიდის ჯამში, მირიან ოგნაძემ ოქროს მედალი  აიღო, ხოლო გიორგი მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვა.

იგივე წონით კატეგორიაში ოგნაძემ შემდეგი წონები დაძლია: ჩაჯდომა 250კგ, წოლჭიმი 190კგ, ამოწევა 240კგ და კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს, მაისურაძე კი კვლავ  მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრები 4 მედლით ბრუნდება სამშობლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები