პურის ფესტივალი 2022 მესამედ გაიმართება

8 და 9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ‘’პურის ფესტივალი’’ მესამედ გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

“პურის ფესტივალი” მინი სპექტაკლით გაიხსნება, დაგხვდებათ თემატურად გაფორმებული სივრცე, არაჩვეულებრივი წამყვანი და ბენდი. არ მოგაკლდებათ შემოდგომის განწყობა და პურის გემრიელი სურნელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქ. თბილისის მერია და ქართული გენეტიკის სურსათი “გემოვანი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები