ნინო შაბურიშვილის “სიჩუმის ქაოსი” Biennale College Cinema-ს პროექტების სიაში მოხვდა

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Biennale College Cinema იმ პროექტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რეზიდენციისთვის შეარჩია. 12 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა ნინო შაბურიშვილის მხატვრული ფილმის პროექტი “სიჩუმის ქაოსი”.

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ნინო შაბურიშვილი ვენეციაში უკვე გაემგზავრა, სადაც შესაძლებლობა ექნება პროექტის ტუტორებთან ერთად მისი ფილმის განვითარებაზე იმუშაოს.

„მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ ჩემი სადებიუტო ფილმის პროექტი “სიჩუმის ქაოსი” მოხვდა ვენეციის ბიენალეზე, სადაც ჩემს პროდიუსერ თინათინ ყაჯრიშვილთან ერთად ვარ მოწვეული. დღეს ვენეციაში ჩამოვფრინდით, სადაც მომდევნო 10 დღე მისტიკურ კუნძულ სან სერვოლაზე ვიცხოვრებთ და პროექტის განვითარებაზე კინო ინდუსტრიის გავლენიან პროფესიონალებთან ერთად ინტენსიურად ვიმუშავებთ“- წერს თავის ფეისბუქ გვერდზე ნინო შაბურიშვილი.

რეზიდენციის დასასრულს გამოვლინდება 4 რჩეული პროექტი. გამარჯვებულები გრანტის სახით 200,000 ევროს მიიღებენ.

ნინო შაბურიშვილთან ერთად, რეზიდენციას ესწრებიან ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, ირანიდან, ავღანეთიდან და მექსიკიდან.

პროგრამა ხელს უწყობს ახლად აღმოჩენილ ტალანტებს იმუშაონ დარგის წამყვან პროფესიონალებთან, გაიღრმაონ ცოდნა და შეიძინონ ახალი კონტაქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები