საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე ვიხილავთ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე იასპარეზებს.
2022 წლის სეზონის შემაჯამებელ პრესტიჟულ გუნდურ შეჯიბრებას 10-11 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი კორალვილი უმასპინძლებს.
კონკურენციაში მხოლოდ 6 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება.
მონაწილეთა ვინაობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გუნდური შედეგებით გაირკვა.
ევროპის ქვეყნებიდან მსოფლიოს თასზე ჭიდაობის უფლება მხოლოდ საქართველომ მოიპოვა!
საქართველოს ნაკრების გარდა, მსოფლიოს თასზე გამოვლენ: აშშ, ირანი, იაპონია და მონღოლეთი. მათ ერთ გუნდად დაემატებათ ხუთეულს მიღმა დარჩენილი გუნდების ბაზაზე დაკომპლექტებული მსოფლიოს ნაკრები.