საბერძნეთში ქართული კულტურის ფესტივალი გრძელდება
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებული ქართული კულტურის ფესტივალი გრძელდება.
წარმოგიდგენთ ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებების ჩამონათვალს:
– 11 ოქტომბერი, 15:00 სთ – რამინ ფალავანდიშვილის ნახატების გამოფენა (გენერალური საკონსულო);
– 13 ოქტომბერი, 19:00 სთ – ლეილა როშკის ნახატების გამოფენა (გენერალური საკონსულო);
– 19 ოქტომბერი, 15:00 სთ -გიული სიყმაშვილის პოეზიის საღამო (გენერალური საკონსულო);
– 21 ოქტომბერი, 20:00 სთ – რეჟისორი ლევან თუთბერიძის ფილმის „მოირას” ჩვენება (კალამარიის ჰილის თეატრი);
– 25 ოქტომბერი, 15:00 სთ – სვეტლანა თუქჩიშვილის ნახატების გამოფენა (გენერალური საკონსულო);
– 30 ოქტომბერი, 12.00 სთ – „თბილისობის დღესასწაული“ (ნეა ევლეტიას პარკი); ღონისძიებაში მონაწილეობენ: თესალონიკში მოქმედი ქართული რესტორნები, რომლებიც სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ქართული კერძებით და გამართავენ ქართული ტრადიციული კულინარიის მასტერკლას. აგრეთვე, ქართული ცეკვის ანსამბლები მომღერლები და მუსიკოსები . „თბილისობის დღესასწაულზე“ სტუმრებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.