თესალონიკში მზია ერგემლიძის პოეზიის საღამო გაიმართა

2022 წლის 27 სექტემბერს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი პოეტის მზია ერგემლიძის პოეზიის საღამო გაიმართა.

საღამოზე აღინიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მისი თქმით, საქართველოს გაერთიანება არის თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანი და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი შეძლებს ნდობის აღდგენას და ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

ქალბატონმა მზიამ სტუმრებთან ისაუბრა მისი შემოქმედების შესახებ და აფხაზეთის განსაკუთრებულ როლზე მის ცხოვრებაში. მზია ერგემლიძემ წაიკითხა სხვადასხვა ლექსები და ჩანახატები აფხაზეთზე.

ასევე, თესალონიკის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა –  ნანა ჩხაიძემ, ლიკა ქართველიშვილმა და მაია მერაბიშვილმა წაიკითხეს მზია ერგემლიძის შემოქმედებიდან აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ლექსები და გაიხსენეს ის ტრაგიკული მოვლენები, რასაც აფხაზეთის ოკუპაცია, ადამიანთა დაღუპვა და საკუთარ ქვეყანაში ოჯახების დევნილად ქცევა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები