ხმა მიეცით ქართულ ფილმს

ევროპის გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) ორგანიზებით ყოველწლიურად მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი ” Food Film Menu” იმართება.

კონკურსის მიზანია, ადგილობრივი თემების გაძლიერება, განსხვავებული საკვების, კულტურის, ხელოვნების დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლება.

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე წელს ზუგდიდი, და ზოგადად, საქართველო პირველად წარდგა ამ კონკურსზე.

ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში” ფარგლებში გადაღებული ფილმი “ბჟაშ ომაფე – რძის და მზის სამეფო”, კონკურსის ჟიურის მიერ “მსოფლიო გასტრონომიის რეგიონის პრეტენდენტის” კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა.

გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტი IGCAT-ის პარტნიორი საქართველოში გახლავთ ააიპ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, რომელმაც მიიღო ექსკლუზიური უფლება საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსის ჩასატარებლად.

თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენი ფილმი “ბჟაშ ომაფე”  სხვა ფინალისტების შორის გამარჯვებულად გამოცხადდეს, საჭიროა საზოგადოების, ჩვენი თანაქალაქელებისა და მთელი საქართველოს მხარდაჭერა.

ხმის მიცემა დღეს დაიწყო – 26 სექტემბერს, დილის 9:00 საათიდან, ცენტრალური ევროპის დროით,(საქართველოს დროით დილის 11:00 საათიდან) და გაგრძელდება 30 სექტემბრის შუაღამემდე ( ღამის 02:00 საათი)

შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე

Food Film Menu 2022

 და  დააფიქსიროთ თქვენი ხმა,

გაითვალისწინეთ, ფილმის ინგლისური სახელწოდებაა „Kingdom of milk and the Sun“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები