ბერნის უნივერსიტეტში სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ იწყება
2022 წლის 26 სექტემბერს ბერნის უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი სახელწოდებით „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ იწყება.
„ეს გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ენის, ხელოვნებისა და ხელნაწერების შესახებ.
საქართველოს საელჩო მადლობა უხდის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩართულ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს”, – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.