10 სტუდენტს ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი სწავლის საფასურს დაუფინანსებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამის შესახებ არქიმანდრიტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვატოპედის მონასტრის დელეგაციის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო „რატომ ვერ ვხედავთ ღმერთს?“ შეხვედრის ბოლოს არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა კითხვებს უპასუხა. ამასთან ერთად, არქიმანდრიტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადმოსცა.

ათონელი მამები (ვატოპედელები) არქიმანდრიტ ეფრემის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2011 და 2018 წლებში სტუმრობდნენ. გასულ წლებში თსუ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრების მთავარი თემა „ათონის მთა და ქართველობა“ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები