ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარიზში, IFTM Top Resa-ს მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარდგენილი.

3-დღიანი საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო კომპანიებთან.

IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენას 34 000 ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, გამოფენაზე მსოფლიოს 200 ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდია წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში გაიმართება 150 კონფერენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები