ნინო სურგულაძის საერთაშორისო ფონდი ნატვრის ხე და იტალიის საელჩო საქართველოში საქველმოქმედო გალა – კონცერტს გამართავს
27 სექტემბერს, 22:00 საათზე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო ფონდი ნატვრის ხე და იტალიის საელჩო საქართველოში მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო გალა – კონცერტს გამართავს.
კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება
მონაწილეობენ:
- ნინო სურგულაძე მეცო სოპრანო
- ბარბარა ფრიტოლი სოპრანო
- კარლოს ვენტრე ტენორი
- მასსიმო კავალეტტი ბარიტონი
- მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი
- მაესტრო ჯუზეპე საბატინი
- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი