ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩეხეთში საერთაშორისო ციფრულ ტურისტულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ჩეხეთში, ციფრულ კონფერენციაზე გაეცნენ. რიგით მეცხრე კონფერენცია “Traverse” ქალაქ ბრნოში გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 250-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონფერენციაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციებისა და ციფრული სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში კონფერენციები, სესიები, სამუშაო შეხვედრები მოეწყო ციფრული სფეროს, ტურიზმის, მარკეტინგის, მედიის, სოციალური ქსელების შესახებ (Instagram, TikTok, YouTube Analytics, Vlogging, SEO, WordPress, Affiliate Marketing, Podcasting და სხვა).

საერთაშორისო ტურისტულ კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, მოგზაური ინფლუენსერების, ბლოგერების ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები