თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მარკ ევანსი და ედვარდ სიმანი ეწვევიან

2022 წლის 18-23 სექტემბერს  Erasmus+ ICM პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის,  თბილისს დუგლას აკადემიის მუსიკალური სკოლის ხელმძღვანელის მოადგილე და კურსის ხელმძღვანელი მარკ ევანსი და შოტლანდიური ტრადიციული მუსიკის ლექტორი  ედვარდ სიმანი ეწვევიან და მასტერკლასებსა და ლექციებს გამართავენ.

მარკ ევანსი და ედვარდ სიმენი 20 და 21 სექტემბერს სამუსიკო სემინარიის და ნიჭიერთა ათწლედის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდებიან და მათ შოტლანდიური სამუსიკო განათლების საკითხებსა და ტრადიციულ შოტლანდიურ ინსტრუმენტს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები