რიგაში ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა

15 სექტემბერს,  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. რიგაში, ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

საქართველოს ელჩმა, ღონისძიების ფარგლებში, ისაუბრა ქართული ღვინის კულტურაზე, ისტორიაზე და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარობის ზრდაზე.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ექსკლუზიური ღვინოები.

ღონისძიებას თანასპონსორობა გაუწია კომპანიამ – “Georgian cellars”, რომელიც ლატვიელ მომხმარებელს ექსკლუზიურ და იშვიათ ღვინოებს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები