მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე იყო წარმოდგენილი

6-8 სექტემბერს თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა იერუსალიმში, რომელმაც გააერთიანა ქორეოგრაფების ორიგინალური სოლო ნამუშევრები ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან.

The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე, იერუსალიმის ისტორიულ კულტურის ცენტრში “The Hansen House” წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ – ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები