Focus Caucasus-ის კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია

CinéDOC-Tbilisi-ს მე-10 გამოშვების ტრადიციული საკონკურსო სექცია – FOCUS CAUCASUS და რამდენიმე სპეციალური კინოჩვენება, წელს ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

წარმოგიდგენთ 2022 წლის Focus Caucasus-ის კონკურსის ჟიურის წევრებს:

ელიზ ჟალადო

ელიზ  ჟალადომ კარიერა დაიწყო როგორც პროდიუსერმა, ახალი თაობის რეჟისორებთან ერთად, მათ შორის იყვნენ: მარტინ რეტმანი, ილდიკო ენიედი, ია ზანგ კე, დარეჯან ომირბაევი, ჯერომ ბონნელი, პეტრ ვაცლავი…

მან 2001 წელს შექმნა ვორქშოფი სახელწოდებით  „Produire au Sud“ (რეჟისორები სამხრეთში) 2010 წლიდან 2016 წლამდე ორგანიზაცია EAVE -ში იყო ჯგუფის ლიდერი“Ties that Bind” პროგრამის ფარგლებში.

ამჟამად ელიზი სალონიკის კინოფესტივალის გენერალური დირექტორია, რომელიც წარმოადგენს კულტურულ ორგანიზაციას საბერძნეთში და მოიცავს: საერთაშორისო კინოფესტივალს, დოკუმენტურ კინოფესტივალს, 4 კინოთეატრს, რომელიც ყოველწლიურად მუშაობს და სალონიკის კინომუზეუმს (კოლექციები, ბიბლიოთეკა, კინოგანათლება, კინოთეკა).

ჰელენა მარკოვა ზაიცოვა

ჰელენა კონსულტაციას უწევს დოკუმენტურ კინოპროგრამებს აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში და ამავე დროს პროგრამის მრჩეველია MIDPOINT უნივერსიტეტში. ის ასევე იყო the One World IFF-ის (ყველაზე დიდი კინოფესტივალი ადამიანთა უფლებების მიმართულებით) პროგრამის ხელმძღვანელი. ჰელენა იყო CaucaDoc-ის სასწავლო პროგრამების თანათავმჯდომარე. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ჰელენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიდევ სხვა პროექტზე – მობილური დოკუმენტური კინოფესტივალი –  მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც ეწყობოდა კინოჩვენებები და დისკუსიები. გასულ წლებში,  ის ასევე იყო ჟიურის წევრი  IDFA, CPH:DOX, Dokufest და  DOK.fest München კინოფესტივალებისთვის.

გიორგი მრევლიშვილი

გიორგი მრევლიშვილმა სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი კინოხელოვნებაში 2013 წელს, ვისკონსინის უნივერსიტეტისგან, ხოლო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში 2006 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო. 2005 წელს მონაწილეობდა ვარანის კინოსახელოსნოში, შექმნა რამდენიმე ფილმი და 2010 წელს, სურათით „ანარეკლი“, ბერლინალეს “Berlin Today Award”-ის ფინალისტი გახდა. 2022 წელს მისმა ნამუშევარმა „თორმეტი გაკვეთილი“ მედიავეივის კინოფესტივალის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო. 2021 წელს, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ, მრევლიშვილის წიგნი „პროცესი“ გამოიცა, რომელიც დოკუმენტურ კინოში ექსპერიმენტულ მაგალითებს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები