პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ
აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა გრძელდება. რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამჯერად პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ბოტანიკური ბაღისა და გონიოს ციხის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მოეწყო.
დეპარტამენტის მოწვევით სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ჩეხეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათავო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.