საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები გუნდი იტალიის ევროპის ჩემპიონატიდან 6 მედლით ბრუნდება.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს მედალია.
გიორგი ქალდანი(73კგ) – ოქროს მედალი.
ინა ქალდანი (-70კგ) – ოქროს მედალი.
ზურაბ ზურაბიანი(60კგ) – ვერცხლის მედალი.
ნუკრი მიღრიჯანაშვილი(60კგ) – ბრინჯაოს მედალი.
ლაშა ყიზილაშვილი(-90კგ) – ბრინჯაოს მედალი.
გუშინ, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის ნაკრებს სძლია და მესამე ადგილზე გავიდა.