ათენის წიგნის ფესტივალზე, ლიტერატურული პროგრამის ფარგლებშიივა ფეზუაშვილთან გაიმართა შეხვედრა
4 სექტემბერს, ათენის წიგნის ფესტივალზე, მწერალთა სახლისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ელინისტი ანინა გოგოხიას მოდერაციით, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელთან, ივა ფეზუაშვილთან. . ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.
პრეზენტაცია გაიხსნა წიგნის ფესტივალის ორგანიზატორის, ბერძენ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ღრიღორის პლასტარასის მისალმებით, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მნიშვნელობას და ქართული ლიტერატურის ბერძნულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობის კუთხით, მომავალშიც გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი.
ღონისძიებას, რომელიც ზაპიოს პარკში ჩატარდა, ესწრებოდნენ ბერძენი სტუმრები და ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ათენის წიგნის ფესტივალი, სადაც ქართული სტენდია წარმოდგენილი, ღიაა 18 სექტემბრამდე, ყოველდღე 18.00 საათიდან 22.00 საათამდე.