მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე იქნება წარმოდგენილი

გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის  დასი მეშვიდე, 2022-2023 წლების სეზონს მნიშვნელოვანი ამბით იწყებს!

დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ – ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე იქნება წარმოდგენილი.

The Jerusalem International Solo Dance Festival-ი 6 -დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება იერუსალიმის ისტორიული და გამორჩეული კულტურის ცენტრის “The Hansen House” თეატრალურ სცენაზე, ღია ცის ქვეშ. თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იერუსალიმში ქორეოგრაფების ორიგინალურ სოლო ნამუშევრებს წარმოადგენს ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალში მონაწილეობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.

მხარდამჭერი: საქართველოს საელჩო ისრაელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები