საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ითამაშებს. ჩვენმა გუნდმა სლოვაკეთს 16:11 (5:1 4:3 4:3 3:4) მოუგო და ტურნირზე 8 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.
მატჩში გოლების ავტორები არიან: დუშან ვასიჩი – 4; ფაბიო ბარალდი – 2; ბორის ვაპენსკი – 3; ხვიჩა ჯახაია – 1; დუშან ვასიჩი – 4; იოვან სარიჩი – 2; საბა ტყეშელაშვილი – 1; მარკო ელაჩა – 1; რეზი იმნაიშვილი – 1; ნიკა შუშიაშვილი – 1
ჩვენი გუნდი რუმინეთისა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.