Spielwarenmesse 2023-ში მოაწილეობის შანსი 7 ქართულ კომპანიას ეძლევა

2023 წელს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართება სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიება – Spielwarenmesse 2023.

გამოფენაში მონაწილეობის შანსი 7 ქართულ კომპანიას ეძლევა, რომელთათვის გამოყოფილია 70 კვადრატული მეტრი სივრცე.

Spielwarenmesse 2023-ზე მონაწილეობის მიზანია ქართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნესს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები