22-25 სექტემბერს თბილისის თანამედროვე ხელოვნების რიგით მესამე ბაზრობა გაიმართება

22-25 სექტემბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, თბილისის თანამედროვე ხელოვნების რიგით მესამე ბაზრობა გაიმართება.

TAF 2022-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო სივრცე კიდევ ერთხელ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენების გარდა, ბაზრობის ფარგლებში იგეგმება პერფორმანსები, ვორქშოპები, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სცენებს შორის ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები