ტალინის საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტალინის G-2 კატეგორიის  საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში, ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ის ფინალში ბექა ქავთარაძესთან დამარცხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელეს.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტალინში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ღოღობერიძემაც და კინწურაშვილმაც ოქროს მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები