FBI-ის ეროვნული აკადემიის საერთაშორისო საღამოზე ქართული კუთხე წარადგინეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს მრჩეველი თორნიკე სულაბერიძე ამერიკის ფედერალური ბიუროს (FBI) ეროვნული აკადემიის საერთაშორისო საღამოს დაესწრო და ქართველ სტუდენტთან ანა ჩაკვეტაძეთან ერთად ქართული კუთხე წარადგინა. ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში სწავლობს.
ამერიკის ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემია აშშ-სა და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების ლიდერებისთვის შექმნილი პროფესიული განვითარების კურსია, სადაც აშშ-ის 20-მდე პარტნიორი ქვეყანაა წარმოდგენილი. აღნიშნული პროგრამა, FBI-ის და საქართველოს სამართალდაცვითი უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. სამართალდაცვითი სფეროში აშშ-თან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების განვითარებაში.