საქართველოს წყალბურთელთა u16 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვერცხლის ჯგუფის გამარჯვებული გახდა

საქართველოს წყალბურთელთა u16 ნაკრები, საბერძნეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე,  ვერცხლის ჯგუფის  გამარჯვებული გახდა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში პოლონეთს(13:12), შვეიცარიას(15:4), ლატვიას(24:3) და აზერბაიჯანს(18:3) მოუგო, რის შემდეგაც  ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდა და ეს მატჩიც ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით 8:6 დასრულდა.

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები გადამწყვეტ ფინალურ შეხვედრაში კვლავ პოლონეთის ნაკრებს შეხვდა და გადამწყვეტი მატჩი 11:10 მოიგო. ვერცხლის კალათის ფინალური მატჩი პოლონეთი-საქართველო 10:11  (1:3, 5:1, 1:3, 3:4)

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 9 მატჩიდან 7 მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები