ევროპის ქალთა პირველობაზე ნანა ძაგნიძე კვლავ წინ მიიწევს
პრაღაში მიმდინარე ევროპის ქალთა პირველობაზე ნანა ძაგნიძე 5 ტურის შემდეგ 4 ქულით საპრიზო ადგილებს ინაწილებს.
ნანამ მეხუთე ტურში მსოფლიოს ექსჩემპიონ ანა უშენინასთან ყაიმით დაასრულა შეხვედრა და მომდევნო ტურში მისი მეტოქე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი მონიკა სოჩკო იქნება.
ქართული დერბი გაიმართა ნინო ბაციაშვილსა და ლილე ქორიძეს შორის, პარტია უფროსი კოლეგის გამარჯვებით დასრულდა.
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგებია:
- ნინო ბაციაშვილი – 3,5 ქულა;
- ლილე ქორიძე – 3 ქულა;
- სალომე მელია – 3 ქულა;
- დიანა ლომაია – 2,5 ქულა;
72.ლელა ჯავახიშვილი – 2,5 ქულა;
99.ელენე წოწონავა – 2 ქულა;