ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესატაშეს მოადგილე კრის იანგი და საელჩოს საინფორმაციო რესურსების ხელმძღვანელი ნანა შუღლაძე ეწვივნენ და საჩუქრად წიგნები გადასცეს.

„სტუმრებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე შეხვდა და სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრა.

საელჩოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები დაათვალიერეს, ანგლო-ამერიკულ დარბაზსაც ესტუმრნენ და მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკებისთვის ახალი გამოცემები  გადმოგვცეს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები