საერთაშორისო სამოდელო კონკურსისის Elite Model Look Georgia 2022-ის  გამარჯვებული ნინო სოსელია გახდა

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო კონკურსისის Elite Model Look Georgia 2022-ის  გამარჯვებული 18 წლის სტუდენტი, ნინო სოსელია გახდა. ნინო წარადგენს  ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ფინალზე.

Elite Model Look 2022 წლის მსოფლიო ფინალი 30 აგვისტოს  პრაღის ულამაზეს ციხესიმაგრეში გაიმართება.  წლევანდელი კონკურსი აღნიშნავს არა მხოლოდ მსოფლიო ფინალის დაბრუნებას ჩეხეთის დედაქალაქში 2007 წლის შემდეგ, არამედ ასევე ლაივ ღონისძიების დაბრუნებას, რომელიც ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო ციფრულ ფორმატში ტარდებოდა.

100-ზე მეტი  სხვადასხვა ქვეყნის  ათასობით კონკურსანტიდან შერჩეული TOP 30 ფინალისტი და მათ შორის საქართველოს  გამარჯვებული ნინო სოსელია  მონაწილეობას მიიღებენ  ფინალური ღონისძიებისთვის დაგეგმილ ინტენსიურ მზადებაში. ფოტოგრაფები, თმისა და მაკიაჟის სპეციალისტები, გამოცდილი  მენტორები გაუწევენ ფინალისტებს ინდივიდუალურ ტრენინგებს, ჩაუტარებენ ფოტოსესიებს, ინტერვიუებს და პოდიუმზე სიარულის გაკვეთილებს.

კონკურსანტებს უმასპინძლებს სასტუმრო Andaz Prague Hotel, 2022 წლის Elite Model Look World Final-ის ოფიციალური პარტნიორი. Andaz Prague – Hyatt-ის კონცეფცია არის სრულიად ახალი ძვირად ღირებული ცხოვრების სტილის  სასტუმრო პრაღის ისტორიული ცენტრის გულში.

Elite Model Look კონკურსის გრძელ ისტორიაში, წლევანდელი მსოფლიო ფინალი გახლავთ რიგით 39-ე ღონისძიება ისეთი საკულტო სუპერმოდელების მემკვიდრეობით, როგორიცაა სინდი კროუფორდი, ალესანდრა ამბროსიო, ლარა სტოუნი, ჟიზელ ბუნჰენი.

Elite Model Look კონკურსი რჩება ინდუსტრიის წინა პლანზე და აგრძელებს ახალი თაობის  ისეთი სუპერმოდელების აღმოჩენას, როგორებიც არიან ვიტორია სერეტი, მონა ტუგაარდი, მაიოვა ნიკოლასი, დევიდსონ ობენებო და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები